|
2015-09-04 13:13:10, 529 ნახვა
საზოგადოება
თამარ სანიკიძე აბიტურიენტთა ჩარიცხვების თავიდან განხორციელებას სარისკოდ აფასებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აბიტურიენტთა ჩარიცხვების შესაძლო თავიდან განხორციელებას სარისკოს უწოდებს. როგორც სანიკიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ჩარიცხვების თავიდან განხორციელება ბევრ სხვა სტუდენტს შეეხება, რომლებიც მას არ იმსახურებენ. სანიკიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ლოგიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. "დღეს უნდა ყოფილიყო შეხვედრა მაია მიმინოშვილთან. ძალიან მნიშვნელოვანია რა პოზიციას დააფიქსირებენ. ვფიქრობ, ეგ არის ძალიან რისკიანი თემა იმიტომ, რომ ძალინ ბევრ სხვა სტუდენტს შეეხება, რომლებიც ნამდვილად არ იმსახურებენ იმიტომ, რომ ყველაფერი გააკეთეს, არჩევანიც გააკეთეს და ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს სტუდენტები ყოფილიყვნენ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, იმსჯელებენ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. საუბარია ახალი რანჟირების დოკუმენტის შექმნაზე და არა გამოცდების თავიდან ჩაბარებაზე. რეგისტრაცია და გადანაწილება იქნება იმ სტუდენტებისა, ვისაც გამოცდები აქვთ უკვე ჩაბარებული",-განაცხადა თამარ სანიკიძემ. ინფორმციისთვის, აბიტურიენტთა ჩარიცხვები, შესაძლოა, თავიდან განხორციელდეს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, თუკი ყველა მხარის (ზემდგომი უწყებების, უმაღლესი სასწავლებლების, აბიტურიენტების (ჩარიცხულებისიც) და მთლიანად საზოგადოების) თანხმობა იქნება, მზად არიან, ჩარიცხვების ხელახლა განხორციელების პროცესი დაიწყონ. მიმინოშვილი შექმნილ ვითარებაში სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, ვინაიდან მისი განმარტებით, გამონაკლისის, თუ ცვლილების დაშვებისას, მთავარია სამართლიანობის პრინციპის შენარჩუნება და ერთი ჯგუფის მოთხოვნის გათვალისწინება და მეორის იგნორირება, უსამართლობა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)