17:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-19 12:45:13, 17486 ნახვა

სამართალი
ჩიქოვანის სახლის ჩხრეკის დროს პოლიციამ საათი და მობილური ვერ იპოვა სადაც კადრები ინახება

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებულის ვახტანგ ჩიქოვანის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. სამართალდამცველები ჩიქოვანის ბინაში ელექტრონულ საათსა და მობილურთან დაკავშირებულ ნივთებს ეძებდნენ. "ექსპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ეს ელექტრონული საათი და ასევე მობილური ტელეფონი გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს, ვინაიდან მას  ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიოს ჩაწერა შეეძლო.
"ექსპრესნიუსის" ცნობით, პოლიციამ ვერც საათი იპოვა და ვერც მობილური ტელეფონი. ჩიქოვანი ჯერ-ჯერობით არ ამბობს, სად მალავს გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას.
15 ივნისს "ექსპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში გამომძიებლები ეძებენ ტელეფონს, სადაც საქმის -ერთ-ერთი მთავარი მოწმის ფიზიკური და სექსუალური ხასიათის შეურაცხოფაა ჩაწერილი.

სამართალდამცავებმა ჩიქოვანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics