|
2020-07-19 11:11:38, 9444 ნახვა
სპორტი
საოცარი დებიუტი UFC-ში - რომან დოლიძემ პირველივე ტურში რუსი ხადის იბრაგიმოვი ნოკაუტით დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა, რომან დოლიძემ სადებიუტო შეხვედრაში რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველივე ტურში ნოკაუტით დაამარცხა. რომან დოლიძემ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ეგიდით პირველად იჩხუბა, მის ანგარიშზე 7-დან 7 მოგებაა უკვე. ბრძოლის შემდეგ სპორტსმენმა პირველი კომენტარიც გააკეთა, მან აღნიშნა, რომ საქართველოდან არის და ბრძოლამდე უპატივცემულობის გამოხატვას არავის აპატიებს. „არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ჩემს სამუშაოს ვასრულებ. ბედნიერი ვარ, რომ MMA-ს ისტორიის ნაწილი ვხდები. დიდი მადლობა ორგანიზაციას ამ შესაძლებლობისთვის. რა თქმა უნდა, გაკვირვებული ვარ, რადგან სულ რაღაც 2 წელია MMA-ში ვარ, გრეპლერი ვარ და მეტოქეებს ნოკაუტებით ვამარცხებ, ეს ცოტა უცნაურია. მაიკლ ბისპინგმა მითხრა: "სულ რაღაც 2 წელია MMA-ში ხარ და უკვე UFC-ს წევრი გახდი, ეს ახდენილი ოცნებაა", - ვუპასუხე, რომ მე არ მაქვს ოცნებები და მხოლოდ მიზნები მაქვს. ახლა აქ ვარ და ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვაჩინო. არ მიყვარს, როდესაც პირისპირ დგომზე მეტოქე გიჟივით მიყურებს, მან კი სწორედ ეს გააკეთა და დიდი შეცდომა დაუშვა. ვფიქრობ, ეს უპატივცემულობაა. ვხედავ, რომ UFC-ში ბევრი ქათამივით იქცევა და ეს ძალიან არ მომწონს. მე საქართველოდან ვარ, რომელიც დაღესტანთან ახლოსაა და ჩვენ ასე არ ვიქცევით. გამიკვირდა მისგან ეს საქციელი, რადგან ერთი არეალიდან ვართ და მხოლოდ მთა გვყოფს. მსგავსი საქციელი ოქტაგონზე დამატებით მოტივაციას მაძლევს. თავს კარგად ვგრძნობ და ხვალაც რომ მომიწიოს ბრძოლა, აუცილებლად ვიბრძოლებ“ , - განაცხადა რომან დოლიძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)