|
2015-09-03 19:19:31, 580 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მსმენელთა მე-12 ჯგუფი სასწავლო ვიზიტით გერმანიას ეწვევა
მიმდინარე წლის 6 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სამოსამართლო კანდიდატების მე-12 ჯგუფის წევრების სასწავლო ვიზიტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში, ქ. ჰამბურგში. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია სამოსამართლო კანდიდატებისათვის ჰამბურგის მხარის სასამართლო სისტემის გაცნობა. ერთკვირიანი ინტენსიური სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სამოსამართლო კანდიდატები გამართავენ შეხვედრებს როგორც ჰამბურგის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში, ასევე ესტუმრებიან პირველი ინსტანციის სასამართლოებს. დაგეგმილია სამოსამართლო კანდიდატების შეხვედრები პროკურატურასა დაადვოკატურაში, ისინი აგრეთვე მოინახულებენ წინა საპატიმრო დაწესებულებას. სამოსამართლო კანდიდატები დაესწრებიან სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების განხილვებსდა მიეცემათ საქმის განმხილველ მოსამართლეებთან პროფესიული დისკუსიის საშუალება. სამოსამართლო კანდიდატების სამუშაო ვიზიტი ქ. ჰამბურგში ხორციელდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაშიმათი სწავლის 5-თვიანი თეორიული სასწავლო კურსის ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)