22:55 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 16:38:19, 4041 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი ოპოზიციას: არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით

არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით.

„მე მესმის, რომ არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით, თუ იქნებით, და გადალახეთ ბარიერი, ეს კიდევ საკითხავია და მაქსიმალურად ცდილობთ ტრიბუნა გამოიყენოთ და კარგია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს რას საუბრობთ რა ინტერესებს იცავთ, როგორ „ზრუნავთ" საზოგადოების ინტერესებზე.  ალბათ ოცნებობდით, რომ რამე შეცდომა დაგვეშვა, სამწუხაროდ ასეთი მავნე პოლიტიკოსებიც არიან, რომ ფიქრობდნენ იქნებ მეტი გარდაიცვალოს, რომ ამით ვინმემ იხეიროს. ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან როცა გვაქვს საქმე, ძალიან ძნელია თქვენ გესაუბროთ რაიმე აზრიან საკითხებზე, იმიტომ, რომ თქვენი საზრუნავი და თქვენი ამოცანა არის როგორმე რადიკალიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამის არანაირი რესურსი არ გაქვთ და მაინც ცდილობთ იგივე ქმედებების განმეორებას, რასაც არაერთხელ ჰქონდა თქვენი მხრიდან ადგილი", - განაცხადა ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics