|
2020-07-14 11:28:08, 1443 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ ღვინის საწარმოებს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს
აქ.ახლა, აგრობიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში, ღვინის წარმოებაში ჩართულ პირებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ინიციატივის მიზანი მეღვინეების საქმიანობის გამარტივება და მათთვის შესაძლებლობის მიცემაა, მომზადებულები შეხვდნენ 2020 წლის რთველს. კერძოდ, პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" გაუმჯობესებული პირობებით, ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ, საწარმოს გადაიარაღებისთვის, ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე, საბრუნავი საშუალებებისთვის ყურძნის შესაძენად ისარგებლონ 20 000 ლარიდან - 15 000 000 ლარამდე სესხით. პროექტის განახლებული პირობები ითვალისწინებს აღნიშნული სექტორის 48 თვემდე ვადით, სესხზე დარიცხული წლიური პროცენტის 11% -მდე თანადაფინანსებას და მას ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო უზრუნველყოფს. სიახლეა ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების მიმართულებითაც. აღნიშნულ სფეროში ჩართულ საწარმოებს წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით ჩაის ნედლეულის შესაძენად. პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთწლიანი კულტურების, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, მრავალწლოვანი ბაღების დაფინანსებას. პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ასევე, გაუმჯობესებული პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/agro-credit-better-conditions „შეღავათიანი აგროკრედიტი" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანი ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფაა, რაც სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. „თიბისი“ უკვე 7 წელია პროექტის პარტნიორია და მის ფარგლებში 11 000-ზე მეტი ფერმერი და გადამამუშავებელი საწარმო დააფინანსა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)