|
2015-09-03 12:12:45, 386 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი მეჭიაურზე: ყველა პოლიტიკოსს, ევროპული სტანდარტების მიხედვით, აქვს თმენის ვალდებულება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატ თამაზ მეჭიაურის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დასავლურ ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველა პოლიტიკოსს თმენის ვალდებულება აქვს. „ყველა პოლიტიკოსს, დეპუტატს, მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს დასავლურ ევროპული სტანდარტების მიხედვით, თმენის ვალდებულება აქვს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, პარლამენტში გუშინ, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა საქართველოს პრეზიდენტის მისამართით განცხადება გააკეთა. „რაში დავადანაშაულებ ბიძინა ივანიშვილს– რომ მან „ენჯეოშნიკი სოროსელი“, როცა მას ეჭირა საქსოვი ჩხირები, ის გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა. რომლითაც დღესდღეობით ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც“, – აღნიშნა მეჭიაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)