|
2015-09-03 10:54:30, 383 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთში საქართველოს ელჩი: საფრთხე, რომ შეიძლება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას კენჭი არ ეყაროს, არ არის
საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკატერინე სირაძე-დელონეს განცხადებით, საფრთხე, რომ შეიძლება საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას კენჭი არ ეყაროს, არ არსებობს. როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საფრანგეთი დიდი ქვეყანაა და უბრალოდ მათი პროცედურული საკითხები დიდ დროს იკავებს. "გაწელვა არ მომხდარა, უბრალოდ საფრანგეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, მათი პროცედურული საკითხები საკმაოდ დიდ დროს იკავებს ხოლმე. ფაქტობრივად, დასრულებულია და დარჩენილია ბოლო ეტაპი, რაც არის სენატში კენჭისყრა და შემდეგ უკვე დასრულდება. ანუ, გავიარეთ ყველა ეტაპი, დასასრულებელია მხოლოდ ერთი და ველოდებით, რომ სექტემბერში იქნება კენჭისყრა და საბოლოო ჯამში დასრულდება. პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ამასთან დაკავშირებით. არანაირი საფრთხე, რომ შეიძლება კენჭი არ ეყაროს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას არ არის",-განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)