23:28 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 14:54:08, 3360 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე - გამოძიებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს, ამის არც ფაქტი არსებობს და არც არგუმენტი

ერთის მხრივ, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესია, რომ ობიექტირად, თითოეულ დეტალთან ჩაყოლით გამოიძიონ საქმე და დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა სინამდვილში, შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცეს და დასასჯელი დაისაჯოს, - ამის შესახებ საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში ეჭვის შეტანის არც საფუძველი, არც ფაქტი და არც არგუმენტი არ არსებობს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა ისიც, რომ ამ უდიდესი ტრაგედიით სპეკულირება და საზოგადოებისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდება, რბილად რომ ითქვას, ცუდი საქციელია.

„ერთი მხრივ, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, გამოძიებაში არ გვაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი, ამის არც ფაქტი არსებობს რაიმე და არც არგუმენტი არსებობს, მეორე მხრივ, პარტიული ტელევიზიების მიერ ნაწარმოებმა ეგრეთ წოდებულმა გამოძიებამ ვნახეთ, რომ არაერთხელ განიცადა კრახი; რამდენიმე, ვითომ სკანდალური ინფორმაცია გაახმოვანეს და საბოლოოდ ყველა ტყუილი აღმოჩნდა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და ამიტომ, ობიექტურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უნდა ვენდოთ, გამოძიებას, თუ  არ გაგვაჩნია სუბიექტური ინტერესები ამ საქმესთან დაკავშირებით. ასეთ ტრაგედიებთან დაკავშირებით მანიპულირება, სპეკულირება, ყალბი ინფორმაციების მიწოდება, ფეიკ ინფორმაციების მიწოდება თუნდაც იმ დაზღვევით, რომ ვარაუდს გამოვთქვამთ, მაგრამ ცდილობ ნახევარ საზოგადოებას დააჯერო, რომ ვარაუდის ფარგლებში რაღაც ცუდი რაღაც ხდება და თავს იზღვევ, ვითომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევ  - ეს არის ძალიან ცუდი რამ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათძ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics