|
2020-07-10 11:40:41, 3000 ნახვა
ეკონომიკა
ჩინელი ინვესტორი - ვგეგმავთ, რომ ჩვენი წარმოება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან გადმოვიტანოთ საქართველოში, სადაც არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია
„ჩვენ გვაქვს პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ვგეგმავთ, რომ ჩვენი წარმოება გადმოვიტანოთ საქართველოში, სადაც არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია, მათ შორისაა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან და, რა თქმა უნდა, უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ კომპანია „HIP Holding" - ის თავმჯდომარემ ჯეიმს ჰონგმა განაცხადა. აღნიშნულ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „გლობალ რისაიქლინგი" ხობის მუნიციპალიტეტში პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებას გეგმავს. „გლობალ რისაიქლინგმა“ ხობის მუნიციპალიტეტში 30 ჰა მიწა „100 საინვესტიციო შეთავაზების" პროექტის ფარგლებში პირობებიან აუქციონზე შეიძინა და სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანას და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს. პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში გეგმავს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას. „მთავრობის, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩვენ შევიძინეთ 30 ჰექტარი მიწა, სადაც ვგეგმავთ არა მარტო გადავამუშაოთ პლასტმასის ნარჩენები, არამედ ვაწარმოოთ კიდეც გარკვეული პროდუქცია, რომელსაც არა მარტო საქართველოს ბაზარზე გავყიდით, არამედ ექსპორტზე გავიტანთ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და ამერიკაში. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვგეგმავთ დავასაქმოთ 18-იდან 65-წლამდე 400-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე. ჩვენ შევთავაზებთ მათ სპეციალურ მომზადებას, სათანადო ანაზღაურებასა და ღირსეულ სამუშაო გარემოს“, - განაცხადა ჩინელმა ინვესტორმა. ამასთან, ინვესტორმა ნათია თურნავასა და მთავრობის წარმომადგენლებს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)