17:52 - 23 May, 2026
|
2015-09-02 14:52:44, 405 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თამარ ბერუჩაშვილთან დაკავშირებით ვფიქრობ, ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული
საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თამარ ბერუჩაშვილის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. "ვმსჯელობთ ამაზე და ალბათ უახლოეს პერიოდში მივიღებთ გადაწყვეტილებას. თამარი ძალიან გამოცდილი დიპლომატია, ის ჩემი მეგობარია დიდი ხნის განმავლობაში და მემგონია ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დაავალა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)