|
2015-09-02 13:53:23, 555 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი ყოველწლიური ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაესწრნენ. წელს ამბასადორიალზე მსჯელობა გაიმართება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე შეფასდება დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მომდევნო წლის საქმიანობის პრიორიტეტები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)