|
2015-09-01 11:37:22, 446 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: გიორგი კვირიკაშვილი ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კვირიკაშვილის ცოდნა და გამოცდილება ხელისუფლებას ისეთ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში დაეხმარება, რომელიც მჭიდრო კავშირში იქნება ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებთან. „მინდა წარმოგიდგინოთ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ის კვლავაც იქნება ჩვენი მთავრობის ვიცე-პრემიერი. თქვენ იცით, რომ მთავრობა კონცენტრირებულია ისეთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და სარგებელი მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის. სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას და შიდა ეკონომიკურ დღის წესრიგს. ამიტომ ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ისეთ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან და ჩვენს ქვეყანას მეტ წარმატებას მოუტანს საგარეო მიმართულებით, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გიორგი ამ ფუნქციას განსაკუთრებით ეფექტიანად შეასრულებს. მე მინდა ავღნიშნო, რომ მას აქვს მიღებული ძალიან სერიოზული განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას აქვს დაგროვილი სერიოზული ცოდნა და გამოცდილება, რაც აუცილებელია ამ პოსტისთვის”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)