|
2015-09-01 11:31:34, 428 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: დიმიტრი ქუმსიშვილს ინვესტიციების წახალისების სერიოზული ცოდნა აქვს
პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე წარდგენილ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკონომიკის განვითრებისა და ინვესტიციების წახალისების სერიოზული ცოდნა და გამოცდილება აქვს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ქუმსიშვილი ამ მიმართულებით მთავრობის მუშაობას გააძლიერებს. „დიმიტრი ქუმსიშვილს აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის მართვის სერიოზული გამოცდილება. იგი მანამდე მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, ამჟამად, მუშაობდა თბილისის ვიცე-მერად. იგი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. მასაც აქვს სერიოზული ცოდნა და გამოცდილება ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების წახალისების და მიმაჩნია, რომ იგი გააძლიერებს მთავრობის მუშაობას ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)