|
2015-09-01 11:12:35, 438 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მინდა გიორგი კვირიკაშვილმა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დაავალა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმისთვის და აღნიშნა, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია. „მე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს, რომელიც არის თავისი საქმის პროფესიონალი. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მან გასწია სამუშაო რისთვისაც მე მადლობას ვუხდი. ეს იყო წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი და მე მინდა, რომ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალმა მინისტრმა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს ქალბატონი თამარი მუშაობას. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი ევროპული არჩევანი და ჩვენი ეს მიმართულება გაძლიერდება და გაგრძელდება. ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ ამ მიმართულებით ვართ უკვე ლიდერი რეგიონში, გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები, რასაც სტაბილურობა სჭირდება“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)