|
2015-09-01 10:15:13, 346 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
4 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორგე ბრენდე ეწვევა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ბორგე ბრენდე ქართველ კოლეგას თამარ ბერუჩაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. მინისტრები ასევე ხელს მოაწერენ შეთანხმებას „საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“. აღნიშნული შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმების რეკომენდაციის ნაწილია. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ნორვეგიის სამეფოს ტერიტორიაზე მიმოსვლისათვის ხელსაყრელი პირობების შემოღებას. იგი დაარეგულირებს სავიზო მოსაკრებლის ოდენობას, მრავალჯერადი ვიზის გაცემის, ვიზის განაცხადის განხილვისა და ვიზის გაცემასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და მონაწილეობას მიიღებს 2-4 სექტემბერს დაგეგმილი ამაბასადორიალის მუშაობაში. ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა საოკუპაციო ხაზს. მინისტრი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)