|
2015-08-31 16:42:57, 633 ნახვა
საზოგადოება
„მაგთიკომის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების შეძენის განაცხადის თობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის განაცხადის თობაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საქმე ეხება შპს „კავკასუს ონლაინის“ ყველა იმ აქტივს, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების მისაწოდებლად იყენებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის განისაზღვრა სამთვიანი ვადა. კომისია შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენას შეისწავლის. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის 5 ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)