|
2015-08-31 12:46:53, 461 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: პრეზიდენტის ვეტოს არც გაზიარება და არც დაძლევა არ გაგვიჭირდება
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ. დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა პარლამენტს არ გაუჭირდება. „ჩვენ ხმა მივეცით ამ კანონის მიღებას და შესაბამისად შევხედავთ რა არის შემოტანილი. მაღალი ალბათობით, პარლამენტი დაიცავს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ გაგვიზიარებია კიდეც პრეზიდენტის ვეტო და დაგვიძლევია კიდეც. შევხედავთ, გასაზიარებელია თუ დასაძლევი, არ გაგვიჭირდება არც ერთი“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)