|
2020-06-26 18:35:45, 2771 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, კომპლექსური რეფორმა ჩატარდა
„გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, კომპლექსური რეფორმა ჩატარდა“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, კომპლექსური რეფორმა ჩატარდა. ეს უკავშირდებოდა ნარჩენების მართვის ახლებურ მიდგომებს, რომელიც მწვანე ეკონომიკის, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს ამკვიდრებს. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უკავშირდება ტყის კოდექსის მიღებას; პარალელურად, ჩვენ უკვე დავიწყეთ შესაძლებლობების განვითარება ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით. დაიწყო საქმიანი ეზოების მოწყობა და სამეურნეო საქმიანობების აღდგენა ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ისე, რომ მერქნულ რესურსზე გაჩნდეს წვდომა, როგორც ბიზნესისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის, რათა მანკიერი პრაქტიკა სოციალური ჭრების ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ამ კუთხით, მე ვფიქრობ, 2020 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი. დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებისა და გარემოს დაცვა რამდენად პრიორიტეტულია ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი სამინისტროსთვის, ვფიქრობ, ამაზე რიცხვები მეტყველებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ 200 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია ემატება დაცულ ტერიტორიებს. დაახლოებით, 600 000 ჰექტრამდე იყო და 30%-ით იზრდება ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ფართობი. დაცული ტერიტორიების ფართობის ასეთი უპრეცედენტო ზრდა აქამდე არ ყოფილა. თუმცა, ფართობის ზრდა არის ერთი ნაწილი და მეორე არის ხარისხობრივი გაუმჯობესება, მათ შორის, სხვადასხვა კატეგორიის შემოღება უკვე არსებულ დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის შენარჩუნების უკეთეს საშუალებას მოგვცემს და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით, დაახლოებით, 55 მილიონ დოლარზე მეტია კერძო ინვესტიციები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომენტარი პარლამენტში გააკეთა, სადაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობის 2019-2020 წლის ანგარიშს წარადგენს.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)