13:22 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 17:34:54, 4367 ნახვა

რეგიონი
გახარია - აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული... სამინისტროს თანამშრომლები გაწეული შრომისთვის მადლობას იმსახურებენ

აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული... სამინისტროს  თანამშრომლები გაწეული შრომისთვის მადლობას იმსახურებენ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენის დროს განაცხადა.

 „დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ  აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული, ამას საერთაშორისო შეფასებებიც მოჰყვა და  FAO-მ საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიღწეულ შედეგებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის კუთხით 2019-2020 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.

„დღეს ანგარიშში აღინიშნა რამდენიმე მიმართულება, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო. დასავლეთ საქართველოში მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლა შედეგიანად დასრულდა. ეს გამოწვევა დავძლიეთ. ფერმერებს მიეცათ საშუალება სოფლის მეურნეობის საქმიანობა წარმატებით განახორციელონ. საქართველოში კვლავ წარმატებული იქნება მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე თხილის წარმოების და გადამუშავების მიმართულება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსი პროპაგანდისტის ძებნა, რომელიც მდინარე ლიახვში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics