00:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 15:41:10, 3369 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ გადაეცით სუს-სა და ბიძინა ივანიშვილს, რომ „ფეხებზე გვკიდიაო“ და რავიცი იქნებ იქითაც გეკითხათ?

„ქალბატონმა ელენემ გადაეცით სუს-სა და ბიძინა ივანიშვილს, რომ „ფეხებზე გვკიდიაო“ და რავიცი იქნებ იქითაც გეკითხათ რა დამოკიდებულება აქვთ მათ თქვენნაირი ძლიერი ოპოზიციის მიმართ“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გოცირიძე დადგა „ფეიქ ნიუსების“ მხარეს, როგორც ეს გააკეთეს მაშინ, როდესაც კოვიდინფექციის წინაშე დადგნენ. რატიანმა სპეკულაცია გააღრმავა და კონკრეტულ დაშავებულ ადამიანზე თქვა, რომ აღიარეს დაზარალებულადო და შეუძლებელი არ იცოდეს, რომ დაზარალებულად ცნობა ხდება და არა აღიარება, ამ სიტყვაშიც კი სპეკულირებენ. ნატო ჩხეიძემ ლოკალური ამნეზია ახსენა და ქალბატონ ნატოს გავახსენებ, რომ ჟურნალისტებზე არის ხელფასები დასარიგებელი თუ არ ახსოვს შევახსენებ, სანამ ამ თემებზე ილაპარაკებს. ირაკლი აბესაძეუფრო ღრმად შევიდა სპეკულაციურ თემებში და ხალხი უარს ამბობს უპერსპექტივო განცდით მუშაობაზეო. კანდელაკი აქეთ საუბრობს გავრილოვზე, თავად გახლავთ ცნობილი რეზოლუციის ხელმომწერი. დაბოლოს ქალბატონმა ელენემ გადაეცით სუს-სა და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდიაო და რავიცი იქნებ იქით გეკითხათ რა დამოკიდებულება აქვთ მათ თქვენნაირი ძლიერი ოპოზიციის მიმართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სუს-ში დაბარებას და მმართველ გუნდს მოუწოდა გადაეცათ სუს-ისა და ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მათ ისინი „ფეხებზე ჰკიდიათ“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics