|
2020-06-26 13:49:27, 1731 ნახვა
კომენტარი
გახარია - ჩვენი ნაბიჯები ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, არის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ქვეყანა განვითარდეს ყველა სხვა სფეროში
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის დემოკრატიული და შემდგომი განვითარებისთვის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი ნაბიჯები ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, ჩვენი ნაბიჯები ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის მიმართულებით, განპირობებული არის, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, რაც ამავდროულად არის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ქვეყანა განვითარდეს ყველა სხვა სფეროში, დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული კულტურით, პოლიტიკით, სპორტით და ა.შ.,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკიდურესად რთულია ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე საუბარი, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს „ბორდერიზაცია". „ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკიდურესად რთულია ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე საუბარი, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს „ბორდერიზაცია". ქვეყნის შიდა უსაფრთხო გარემოს შექმნაში უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთიანი მართლმსაჯულების სისტემა, რომელშიც ყველა სამთავრობო და სახელმწიფო უწყებამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ადამიანური სახით ჩამოსაყალიბებლად და შემდეგ გასავითარებლად, სასჯელის გარდაუვალობის უზრუნველყოფა არის ჩვენს მოქალაქეებში სამართლიანობის დამკვიდრების ერთადერთი სწორი შესაძლებლობა და მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა თავისი ყველა კომპონენტით - შსს, პროკურატურა, სასამართლო, სპეციალური სამსახურები, ყველას ეფექტური და დამოუკიდებელი მუშაობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩვენი ამოცანაა რომ ეს ინფრასტრუქტურა ერთობლივად შევქმნათ. თავდაცვის ნაწილში, ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობა და ქვეყნის მუდმივი მზაობა წევრობისთვის, როგორც ჩვენი თავდაცვის ძალების ეფექტურობის, მათი აღჭურვილობის, სოციალური მდგომარეობის, ასევე საბიუჯეტო ხარჯების ნაწილში ეს უნდა იყოს ჩვენი მუდმივი კომპონენტი და ამისთვის მუდმივად უნდა ვიყოთ მზად,"- განაცხადა პრემიერმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)