19:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 13:02:26, 1763 ნახვა

სამართალი
ხელთ მიჭირავს წერილი, სადაც ჩვენ ვხვდებით არაერთ ტყუილს - საძაგლიშვილი კუჭავას ევროპარლამენტარების მოტყუებაში ადანაშუალებს

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის, გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას მიერ ევროპარლამენტის წევრებისთვის გაგზავნილ წერილს.

საძაგლიშვილის განცხადებით, წერილში ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში ალბათ რა მკვლელობაც მომხდარა ყველაფერი დაბრალებულია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გიორგი რურუას.

„მე ხელთ მიჭირავს წერილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ გაუგზავნა ევროპარლამენტის წევრებს, სადაც ჩვენ ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში ალბათ რა მკვლელობაც მომხდარა ყველაფერი დაბრალებულია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გიორგი რურუაზე. საუბარი არის 93-94 წლებზე და მას შემდეგ დაახლოებით 10 წელი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი იყო ხელისუფლებაში, ხოლო 2012 წლის შემდეგ, 8 წელი უკვე "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში და არც ერთხელ კითხვაც კი არ დასმულა გიორგი რურუასთან ამ საქმეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics