|
2015-08-28 10:53:54, 479 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოში სამხედრო ცენტრის გახსნას ნატო-ს პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად განვიხილავთ
ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას ოფიციალური მოსკოვი გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, მსგავსი სამხედრო ცენტრის გახსნა რეგიონში უსაფრთხოებისთვის დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორი გახდება. "ამ ნაბიჯს განვიხილავთ როგორც ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებისკენ, ბლოკის პარტნიორი ქვეყნების რესურსების გამოყენებით. საქართველოში ნატო-ს ასეთი სამხედრო ობიექტის განთავსება რეგიონის უსაფრთხოებისთვის სერიოზული დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორი გახდება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. როგორც ფედერაციის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსეთი თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს და უზრუნველყოფს თავისი მოკავშირეების უსაფრთხოებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)