01:17 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 12:28:07, 1875 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - გავრილოვის განცხადებები ცხადყოფს, რომ ის ძალიან კარგი პარტნიორია ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გავრილოვის განცხადებები ცხადყოფს, რომ ის ძალიან კარგი პარტნიორია საქართველოს რადიკალური ოპოზიციისთვის.

კობახიძე აღნიშნავს, რომ გავრილოვი ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, თუმცა, ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში და ვინ აკეთებს დასავლეთის საქმეს.

„გავრილოვი პერიოდულად აკეთებს ხოლმე მსგავს განცხადებებს, რაც ცხადყოფს, რომ ის ძალიან კარგი პარტნიორია ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის. გავრილოვი ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა, განსაკუთრებით ამ ერთი წლის განმავლობაში და საზოგადოება კარგად არჩევს იმას, თუ ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში და ვინ აკეთებს დასავლეთის საქმეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში ვრცელდება გავრილოვის განცხადება, სადაც კომუნისტი დეპუტატი 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მოიხსენიებს. დუმის დეპუტატი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზეის ინიციატივით გამოდის.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics