01:20 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 13:37:10, 1809 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე „გავრილოვის ღამეზე“ - ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს

„ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, 20-21 ივნისს თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს და დაამცირა ჩვენი სახელმწიფო“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი არჩევნები უნდა გახდეს 20 ივნისის ტრაგედიისმსგავსის არ განმეორების გარანტია.

„ზუსტად 1 წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ სასტიკად, საქართველოს კანონისდარღვევით, დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია.

2019 წლოს 20 ივნისს, საქართველოს მთავრობამ უშუალო მითითება გასცა თავისუფლებისმოყვარე, დამოუკიდებელი, ევროპულ ოჯახში დაბრუნების მოსურნე ახალგაზრდების სასტიკადდასჯის შესახებ.

ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს და დაამცირა ჩვენი სახელმწიფო. "ქართული ოცნების" ლიდერებმა, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიფოს ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტის მკვლელობის შემკვეთი მათივე ტერორისტის მიმართ მცირე კრიტიკასაც ვერ ბედავს, სადამსჯელო ღონისძიება თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ჩაუტარა.

ეს პროგრესული თაობა იბრძოდა რუსთაველზე მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელიასაქართველოს სუვერენიტეტისთბის. მომავალი არჩევნები უნდა გახდეს 20 ივნისის ტრაგედიისმსგავსის არ განმეორების გარანტია“, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics