01:19 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 12:57:45, 1833 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულვა - ივანიშვილმა გამოივაჭრა მაჟორიტარები, რათა კვლავ შეძლოს ადგილების მიტაცება და გაიმყაროს ძალაუფლება

ივანიშვილმა გამოივაჭრა მაჟორიტარები, რათა კვლავ შეძლოს ადგილების მიტაცება და გაიმყაროს ძალაუფლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა,  „ევროპული საქართველოს“ პოზიცია უცვლელია. სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და ამ შემთხვევაში, გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მაჟორიტარული სისტემა არის უკვე ანაქრონიზმი და პრინციპში, ძველი თუ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, დროებითი მოვლენაა. ივანიშვილმა გამოივაჭრა 30 მაჟორიტარი იმისთვის, რომ კვლავ შეძლოს ადგილების მიტაცება და გაიმყაროს თავისი ძალაუფლება. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ და არ უნდა დაიკარგოს ხმები.

გადამგდები და მატყუარა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” პირობებში ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენმა საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ იხილა ივანიშვილის სიტყვის ფასი. ამიტომ, ყველაფერია მოსალოდნელი. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია უცვლელია. სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და ამ შემთხვევაში, გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ჩვენ საკონსტიტუცო განხილვებსა და და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. კიდევ იმედს ვიტოვებთ, რომ გონს მოეგება „ქართული ოცნება“ და თუ ეს არ მოხდება, ჩვენი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics