|
2015-08-27 17:22:50, 577 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდება. მარგველაშვილის და სტოლტენბერგის შეხვედრას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, თამარ ბერუჩაშვილი და თინა ხიდაშელი, ასევე გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები საგარეო ურთიერთობებისა და ეკონომიკის საკითხებში თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი ესწრებიან. "ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია.განსახილველი საკითხები უაღრესად ფართოა.დაწყებული უსაფრთხოების საკითხებიდან, დამთავრებული იმ დემოკრატიული რეფორმებითა და საშინაო დავალებით, რომელიც უნდა შეასრულოს ქვეყანამ. ცხადია, ეს არის აზრთა გაზიარება, ასევე მომავალ ვარშავის სამიტისთვის. ყველაზე მთავარი უკვე მოხდა. ეს იყო იმ ცენტრის გახსნა, რომელიც სულ რამოდენიმე წუთის წინ გახსნა გენერალურმა მდივანმა, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა და ეს არის ის კონკრეტული შედეგი, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ უელსის სამიტიდან და დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობის ამგვარ ჭრილში გაგრძელება ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას“,-განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)