19:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 15:59:02, 1863 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ცინარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც გადაისინჯა.

ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

თუმცა, როგორც პროკურორმა განმარტა, საქმეში ახალი გარემოება, რომელიც ბრალდებულის მდგომარეობას შეამსუბუქებდა, არ გამოკვეთილა.

ამასთან, დავით ცინარიძის ადვოკატმა სასამართლოზე ბრალდებულის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობაც დააყენა.

ცნობისთვის, დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. ცინარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics