|
2020-06-16 14:21:43, 1193 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე - ეს არის კრიმინალური დანაშაული, რომელიც ემსახურებოდა საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას
ეს არის კრიმინალური დანაშაული, რომელიც ემსახურებოდა საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთი არ გაუშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანოს. „მაშინაც ვთქვი, რომ უწმაწური გინება შეუფერებელია მედიასივრცისათვის. რასაკვირველია, ეს ემსახურება გამოწვევას, რომ იქიდანაც რაღაც ზომები იქნას მიღებული. რასაკვირველია, რუსეთი არ გაუშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ არეულობა, დესტაბილიზაცია შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში. თავისთავად ადამიანის მოკვდინება უშველებელი ცოდვაა, რასაც არ დაგიდებს რუსეთის ფედერაცია. ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ქონდეს კონკრეტული ადამიანების მიმართ, სიცოცხლის წართმევა არის უდიდესი არამარტო ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)