|
2020-06-15 19:06:00, 1328 ნახვა
რეგიონი
ძლიერმა სეტყვამ ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრისას, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომისიის წევრები ერთი კვირის ვადაში დაითვლიან ზარალს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად. ხარაულაში, დანდალოში, ჯალაბაშვილებში, ტაკიძეებში, კოკოტაურში, ცხმორისსა და აბუქეთაში სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. დაზიანდა თამბაქოს ნარგავები, ხეხილი, ბოსტნეული და ვენახი. შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია, რომელშიც ჩართული არიან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიამ საველე შესწავლა დღეს დაიწყო და ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაზარალებულ სოფლებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)