07:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 16:56:42, 662 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში დატბორილი შენობებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მთლიანად დასრულებულია

აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, აჭარაში დატბორილი შენობებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მთლიანად დასრულებულია.

წუხანდელი ღამის განმავლობაში რეგიონში 250 მაშველი მუშაობდა. მათ შორის იმერეთის, გურიისა და თბილილსის 10 ბრიგადის 30 თანამშრომელი.

უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ტერიტორიებიდან ხდებოდა ავტომანქანების გაყვანა და ზოგან მოსახლეობის ევაკუაცია. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 300 გამოძახება. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება. ელექტროენერგია აღდგენილია მთელი ქალაქის მასშტაბით. ქალაქი დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს.

სპეციალური კომისია პარალელურად ახდენს მოსახლეობაში ზარალის აღწერას. შესაბამისი მონაცემების დათვლის და შეჯამების შემდეგ დადგინდება ზარალის რაოდენობა და გადაწყდება დახმარების ფორმა. 

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლებიდან წუხელ ღამით ევაკუირებულ რამდენიმე ოჯახს - ისინი პრევენციის მიზნით იყვნენ გახიზნულები ახლომდებარე ოჯახებში და უკვე ყველანი თავიანთ საცხოვრებლებს უბრუნდებიან.

https://youtu.be/M0cnAUWg_bY

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics