|
2020-06-11 14:14:49, 1964 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თავისი ინტერესი გაატარა და „ქართუ ჯგუფმა" სარგებელი ნახა, აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლოა
„ამ დღეებში გავრცელდა აბსოლუტურად დამახინჯებული ინტერპრეტაცია, თითქოს „ქართუ ჯგუფმა" სარგებელი მიიღო ბაკურიანში მიწების გადაცვლით. ესაა თავდაყირად მოწოდებული ინფორმაცია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, 2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის, ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, რისთვისაც საკურორტო ქალაქში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა პანდემიის მიუხედავად დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. „დიდველზე ახალი საბაგიროების მშენებლობა და ახალი სასრიალო ტრასების გაყვანა მიმდინარეობს. პროექტირების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ მშენებლობის არეალში მოექცა მიწის ნაკვეთი, რომელიც „ქართუ ჯგუფს" ეკუთვნის. აღნიშნულ არეალში სხვა კერძო მესაკუთრეების მიწის ნაკვეთებიც მოექცა. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფოს სჭირდება ესა თუ ის მიწა იმისთვის, რომ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა განავითაროს, ხდება მესაკუთრისთვის ალტერნატიული სახელმწიფო ნაკვეთის შეთავაზება," - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების სააგენტოს მომართვას „ქართუ ჯგუფი" დაეთანხმა და კუთვნილი მიწა გადაიცვალა სხვა ალტერნატიულ სახელმწიფო ნაკვეთში. „აქედან გამომდინარე, ეს მომდინარეობდა სწორედ ჩვენი და არა „ქართუ ჯგუფის" ინტერესიდან. კომპანიამ, როგორც ყოველთვის, გაითვალისწინა სახელმწიფოს ინტერესი და თავისი მიწა დათმო ალტერნატიული ფართის სანაცვლოდ,"- განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, დიდველის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც დამსვენებლები პარკინგად სრულიად უფასოდ იყენებენ, ასევე „ქართუ ჯგუფს" ეკუთვნის. „აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ თავისი ინტერესი გაატარა და „ქართუ ჯგუფმა" სარგებელი ნახა, აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლოა," - განაცხადა ნათია თურნავამ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)