|
2015-08-26 16:03:23, 588 ნახვა
საზოგადოება
გორის სამხედრო ჰოსპიტალი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო
გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეიდან შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობა C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს. თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის შეთანხმების საფუძველზე ჰოსპიტალს დროებით სარგებლობაში სპეციალური საკვლევი აპარატი, ფიბროსკანი გადაეცა, რომელიც ინფექციურ განყოფილებაში განთავსდა. იქვე გაიცემა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი - „სოფოსბუვირი“. ჯანდაცვის მინისტრმა გორის ჰოსპიტალის მაგალითზე სამოქალაქო და სამხედრო ჯანდაცვითი დაწესებულებების სანიმუშო მოდელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო ჰოსპიტალში С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში რეგიონის და კონფლიქტის ზონის მოსახლეობა ადგილზე მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიიღებს. მინისტრებმა დღესვე გორის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული ექიმების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)