|
2015-08-26 13:32:27, 617 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში 80 აბობნენტს ავარიული სიტუაციის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება
ბათუმში ცალკეულ მისამართებზე ავარული სიტუაციის გამო ამ მომენტისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ 80 აბონენტს, ქობულეთში 6-, ზემო აჭარაში-250. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და უახლოეს პერიოდში შუქი მიეწოდება ყველა აბონენტს. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ბათუმში სასმელი წყლის მიწოდება არ შეფერხებულა. ქალაქზე შემოერთებულ ტერიტორიებზე რამოდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყერული პროცესები სოფლის გზებზე. ცენტრალური გზებზე სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, ღამით განხორციელდა 63 მისამართზე წყლის ამოტუმბვა. ასევე სევასტოპოლის, პუშკინის, გორგასლის, რუსთაველის, აღმაშენებლისა და ბავშვთა სავადმყოფოს ტერიტორიებზე ჩარჩენილი მანქანების გამოყვანა. დღეს დილიდან ამ დრომდე იწმინდება სარდაფების ამოწმენდა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით უკვე ამოტუმბვა განხორციელდა 40 მისამართზე. და მიმდინარეობს პერიოდულად შემოსული ზარებზე რეაგირება. ცნობისთვის,მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ბათუმის მერიის და აჭარის ა/რ მთავრობის ყველა შესაბამისი სამსახური და ამ ეტაპისათვისაც მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები, დაზარალებული ოჯახების აღწერა და მიყენებული ზიანის დათვლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)