|
2020-06-09 11:42:13, 5038 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედროები RSM-სთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიის ნაცვლად საქართველოში გადიან
ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად საქართველოში ტარდება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა, დღეს კი, აღნიშნული წვრთნები უკვე საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზაზე ტარდება. აღნიშნული სწავლების საქართველოში ჩატარება ადასტურებს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტარდარტებთან თავსებადობის მაღალ ხარისხს და ცხადყოფს, რომ საქართველოს გააჩნია რესურსიც და შესაძლებლობაც, რომ საერთაშორისო დონის წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით ჩაატაროს. საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ემზადება. დღეს, ვაზიანში 3 სასწავლო ზოლი მოეწყო - პირველმა ქვედანაყოფმა კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია შეასრულა, მეორე ქვედანაყოფი ბაზის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მესამე ქვედანაყოფი დაშავებულების გამოყვანა-გადარჩენას უზრუნველყოფდა. დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობას დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე იღებს. შეფასდება წვრთნისა და სწავლების თითოეული ეტაპი, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს ქვედანაყოფის მისიის შესრულებისთვის მზადყოფნის დონეს. სწავლება 5 ივნისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. ავღანეთში გადასროლისწინა მომზადების ჩატარებას უზრუნველყოფს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია - სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი (PKOTC) ერთობლივად, ორმხრივ ფორმატში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის (USMC) წარმომადგენლებთან. დღემდე, გადასროლის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 18,000-მა ქართველმა სამხედრომ გაიარა შესაბამისი წვრთნა და ამერიკელებთან ერთად იმსახურა ISAF-ისა და RSM-ის ოპერაციებში.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)