|
2015-08-26 13:10:20, 935 ნახვა
სამართალი
შსს-მ 5 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო.
როგოგრც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი: ბრაზილიის ფედერაციის ორი მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ელიზაბედ ლუიზა დოს ს. და 1980 წელს დაბადებული კარინა ე, და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ოდეთთე ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ელიზაბედ ლუიზა დ, კარინა ე. და ოდეთთე ვ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ. პოლიციამ ელიზაბედ ლუიზა დ-ს და კარინა ე-ს პირადი ჩხრეკისას 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 4 კილო და 794,68 გრ კოკაინია, ხოლო ოდეთთე ვ-ს ხელბარგის ჩხრეკისას ამოღებულია 14 კილო და 835 გრამი მარიხუანა. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)