|
2015-08-26 10:59:16, 581 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ცენტრალური ქუჩების დიდი ნაწილი კვლავ დატბორილია
ბათუმის ცენტრალური ქუჩების უმრავლესობა ამ დროისთვის კვლავ დატბორილია. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შეუძლებელია გადაადგილება გოგოლის, ჭავჭავაძის ერთ მონაკვეთზე, აბაშიძის ქუჩასა და სხვა მიმდებარე ქუჩებზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები წყლის ამოტუმბვას ამ დრომდე სცდილობენ. ბათუმში უხვი ნალექი წუხელ დაახლოებით, 9 საათზე მოვიდა და მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე წყალი შევარდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა.ზიანი მიადგა სავაჭრო ობიექტებსაც. ყველაზე რთული ვითარება ე.წ. ჭაობის დასახლებაში შეიქმნა. ასევე, რთული ვითარებაა კახაბრის უბანსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც უხვმა ნალექმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა, რის გამოც ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ბათუმის სანაპიროსთან მთელ პერიმეტრზე მობილიზებული იყო სახანძრო მანქანები, რომლებიც წყლის ამოტუმბვას ახდენდნენ, თუმცა, როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოსული უხვი ნალექის გამო, ისინი იძულებული გახდნენ დახმარება ქუთაისიდან და თბილისდანაც გამოეძახებინათ. ზარალის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა უხვი ნალექის შედეგად ბევრი მოსახლე დაზარალდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)