|
2020-06-05 14:39:40, 3642 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ფურტიოში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილე ომარ ტაკიძესთან ერთად ფურტიოში იმყოფებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარეობს: ფურტიოს ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ფანჩატური, სველი წერტილი, გარე განათება, საყრდენი კედელი, გაზონი.გზის სავალ ბილიკებზე დაეგება ბეტონის საფარი, ტერიტორია მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის ადმინისტრაციული შენობის გარე ფასადს. სამუშაოებს შპს ,,მარეთი 777“ ასრულებს. პროექტზე 63.771 ლარამდე დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში ფურტიოს ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს საყრდენი კედლის, სანიაღვრე არხის, ლითონის მოაჯირის, დეკორატიული ბილიკებისა და ხელოვნური საფარის მოწყობას. მოედანი აღიჭურვება ატრაქციონებით. სამუშაოებს შპს ,,თამუნა" ახორციელებს, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43 599 ლარია. დასრულდა საყრდენი კედლის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა თეონა ნაკაშიძის საცხოვრებელ სახლთან. ინფრასტრუქტურული პროექტი, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერს საწინააღმდეგო ზონაში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით განხორციელდა. პროექტები, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით სრულდება. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)