03:54 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 12:21:59, 3300 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე - „გირჩიდან” მე განვიხილებოდი როგორც შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, მე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე

„გირჩიდან” მე განვიხილებოდი როგორც შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, მე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ „გირჩი“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით.

„შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით თბილისში.

„გირჩიდან” მე განვიხილებოდი როგორც შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, მე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე, რაც ნიშნავს, რომ გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით.

ლოგიკურად, შეთანხმება საერთო კანდიდატებზე თბილისის დარჩენილ 6 ოლქში, ახლა უფრო მარტივი იქნება, რაც შეეხება ერთიანი ოპოზიციური კანდიდატების ან მეორე ტურში გასული (იქ სადაც ერთიან კანდიდატზე შეჯერება ვერ მოხდება) კანდიდატების მხარდაჭერას სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან:

წამგებიანი ილუზიის შექმნაა იმის მტკიცება, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ხმები უბრალოდ დაჯამდება თუ სხვადასხვა პარტიების ლიდერები საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერისკენ.

სინამდვილეში მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები დასახელდნენ ვისაც მეტი შანსი აქვს მიიღოს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები.

ოპოზიციის ყველა მაჟორიტარულ კანდიდატს, ვისაც ამის სურვილი ექნება, გირჩი მისცემს შესაძლებლობას ესაუბროს ამ და ჩვენი სხვა ხედვების თაობაზე ჩვენს ამომრჩეველს, რათა მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე”, - წერს ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics