06:01 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 10:56:34, 18082 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 52 პაციენტი მკურნალობს, ხუთმა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 52 პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, გუშინ კლინიკა ხუთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

„ჩვენს ცენტრში 4 ახალი ინფიცირებულიდან არცერთი არ შემოსულა. გუშინ გვყავდა 5 გამოჯანმრთელებული, რომლებმაც გუშინვე დატოვეს კლინიკა. ამჟამად გვყავს 52 დადასტურებული შემთხვევა. ამ პაციენტებს შორის მძიმე, პრობლემური პაციენტი არ გვყავს. გვყავს რამდენიმე პაციენტი მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics