|
2020-06-03 14:16:03, 3027 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული, თურქეთის 9 მოქალაქის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული, თურქეთის 9 მოქალაქის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, პროცესზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ. ერთ-ერთი დაკავებულის, მუსეფ თექ გოზის ადვოკატის, დათუნა მოდებაძის განუცხადა, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, საზღვრის უკანონო დარღვევაზე აქვს ბრალი წაყენებული. იცით, რომ გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი და დეტალებში ვერ შევალ. ვიტყვი, რომ ნაჩქარევად აქვს პროკურატურას გადაწყვეტილება მიღებული და სიმართლის გარკვევის შემთხვევაში, 9 პირიდან ბევრი გათავისუფლდება. მე გამოვრიცხავ ბრალის დამძიმებას, სიმართლის გარკვევის შემთხვევაში, ამ მუხლსაც მოუხსნიან“, - განაცხადა დათუნა მოდებაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე 9 პირი დააკავეს. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)