|
2015-08-25 11:43:32, 514 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა მდინარე ჭოროხზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა აჭარაში მდინარე ჭოროხის სანაპირო ზოლი სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა. როგოგრც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მინისტრს პლაჟის აღსადგენად განსახორციელებელი სამუშაოებიც გააცნეს, რაც პლაჟზე ინერტული მასალის ხელოვნურ შეტანას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, განხილული იქნა ჭოროხსა და აჭარის წყალზე ჰესების მშენებლობისას მოპოვებული ინერტული მასალის გამოყენება სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით და ინერტული მასალით პლაჟის მომარაგება, რადგან კაშხლების მშენებლობის პროცესში მდინარე ჭოროხს ზღვაში პრაქტიკულად აღარ ჩააქვს მყარი ინერტული მასალა.
მინისტრმა ბათუმისა და ფოთის ნაპირდაცვის ბაზებიც დაათვალიერა, რომლებიც ამ ეტაპზე რეაბილიტაციას საჭიროებს, ასევე, ადგილზე გაეცნო ნაპირდაცვის პროექტის მიმდინარეობას, რომელსაც იტალიური კომპანია - „TECHNITAL”-ი ჭოროხის შესართავთან, გამწმენდ ნაგებობასთან და ბათუმის აეროპორტთან ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)