|
2015-08-25 10:28:29, 690 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: ბაზარზე ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეფასებით, ბაზარზე ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს და ლარის კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამის შესახებ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით იანვარ–ივლისში შემოსულია ქვეყანაში 81 მილიონი დოლარით მეტი საბიუჯეტო დახმარება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტს გადახდილი აქვს კრედიტები. „ამაში არ შედის საინვესტიციო კრედიტები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. ეს არის წმინდა საბიუჯეტო დახმარება. წლის ბოლომდე დამატებით ველოდებით 110 მილიონ დოლარს, ეს არის უკვე დადასტურებული, რასაც მიიღებს საქართველოს ბიუჯეტი. წლის განმავლობაში დაახლოებით 200 მილიონი დოლარით მეტი შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებით, ვიდრე ჩვენ გადავიხდით. მიმდინარე წელს საბიუჯეტო ხარჯვა არის უპრეცედენტოდ თანაბარი წლის განმავლობაში და ჩვენ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ კომერციულ ბანკებსაც, ყოველი თვის დასაწყისში ანალოგიურ, განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით მათ. მინდა გავიზიარო ბატონი გიორგის მოსაზრება, რომ ეს არის დროებითი მოვლენა და ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამაში ღრმად ვარ დარწუმებული და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ სახელმწიფო ბიუეჯეტის ოპერაციებს არც აქამდე და არც ამის შემდეგ, არანაირი ზეგავლენა გაცვლითი კურსის გაუარესებაზე არ ექნება. პირიქით, ეს შემაკავებელი ფაქტორია. წლის განმავლობაში დამატებით უკვე დავაგროვეთ ეროვნული ბანკის ანგრიშზე ხაზინაში 300 მილიონ ლარზე მეტი და 700 მილიონ ლარზე მეტი დეპოზიტები გვაქვს და წლის ბოლომდე კიდევ დამატებით დავაგროვებთ თანხას. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით მილიარდი ლარი გვექნება შემოსავლები, რომლებსაც არ დავხარჯავთ და ბაზარს არ დავაწვებით ამ მიმართულებით“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)