|
2020-05-31 12:39:35, 2867 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. "თითოეულ სამართალდამცველს ვულოცავ პოლიციის პროფესიულ დღეს! კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რამდენად მნიშველოვანია პოლიციელის პროფესია. თქვენი 24-საათიანი შრომის დამსახურებით, საკარანტინო მდგომარეობის პერიოდში შევძელით სიმშვიდე და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. სწორედ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით შევძელით საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესებისა და რეკომენდაციის დაცვა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ბედნიერებაა, როდესაც მოქალაქეებს ემსახურები, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავ და ორმაგად სასიხარულოა როცა მათგან ამ სამსახურისთვის სიყვარულსა და პატივისცემას იღებ. მთელი გულით ვამაყობთ ჩვენი კეთილსინდისიერი პოლიციით, რომელიც ადამიანების დახმარებისთვის ყოველთვის მზადაა.პოლიციელები ჩვენი დროის გმირები არიან, რომლებიც სიმართლეს ემსახურებიან და ხშირად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავსაც სწირავენ, ამიტომ მსურს გისურვოთ არასდროს გეთქვათ უარი თქვენი პროფესიული პრინციპებისადმი, მუდამ ასეთი უშიშრები და მისაბაძები ყოფილიყავით. მადლობას გიხდით, რომ ზრუნავთ ჩვენს უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე", - განაცხადა ბოლნისის მერმა.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)