|
2020-05-30 18:26:06, 3931 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - მოვუწოდებთ აშშ-ს, გადახედოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას
თავიდან უნდა ავიცილოთ ქმედებები, რომლებიც ასუსტებს საერთაშორისო შედეგებს. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, გადახედოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას - ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, გლობალური საფრთხის ფონზე გაძლიერებული თანამშრომლობის და საერთო გადაწყვეტილების დროა. „ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად მრავალმხრივი ძალისხმევა, გლობალური თანამშრომლობა და სოლიდარობა ერთადერთ ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი გზაა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს პანდემიაზე საერთაშორისო რეაგირებას ხელმძღვანელობა ახლაც და მომავალშიც. ამის მისაღწევად კი, ყველას მონაწილეობა და მხარდაჭერაა საჭირო. ამ გლობალური საფრთხის ფონზე, ახლა გაძლიერებული თანამშრომლობისა და საერთო გადაწყვეტილებების დროა. თავიდან უნდა ავიცილოთ ქმედებები, რომლებიც ასუსტებს საერთაშორისო შედეგებს. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, გადახედოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას“, – წერს ფონ დერ ლაიენი. შეგახსენებთ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)