|
2015-08-24 17:49:09, 513 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „ალიანტე 2015-ის“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს უმასპინძლეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო კონკურს „ალიანტე 2015-ის“ გამარჯვებულ ახალგაზრდებს უმასპინძლეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კონკურსანტებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და უსაფრთხოების გამოწვევებს გაეცნენ. წარმატებულ ახალგაზრდებს ათი დღის განმავლობაში საქართველოს ისტორიული ქალაქებისა და ძეგლების მონახულების შესაძლებლობა ჰქონდათ. დაათვალიერეს სამხედრო ბაზები და შეხვდნენ ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს. საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ 15 წელია იმართება. ეს არის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 15-დან 19-წლამდე ახალგაზრდებისაგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდების კონკურსი, რომლის მიზანი ახალგაზრდებში უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაა, პროექტი ასევე ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)