|
2015-08-24 16:57:03, 499 ნახვა
საზოგადოება
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო კამპანია გრძელდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას აგრძელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დღეს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათივე ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემა იყო ადამინის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები და სტანდარტები. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის, იურიდიული, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერის განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)