08:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 02:03:56, 3522 ნახვა

მსოფლიო
NASA-მ და SpaceX-მა უამინდობის გამო რაკეტის კოსმოსში გაშვება გადადეს

NASA-მ და SpaceX-მა უამინდობის გამო კოსმოსში ასტრონავტებს გაშვება გამგზავრებამდე 14 წუთით ადრე გადადეს.

რაკეტა „ფალკონ 9“-ს კაფსულა Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ამერიკელი ასტრონავტი უნდა წაეყვანა. ამის შემდეგ, რაკეტა უკან დაბრუნდებოდა და ატლანტის ოკეანეში სპეციალურ ტივტივაზე დაჯდებოდა. გაშვება პირველი პილოტირებული კოსმოსური ფრენა უნდა ყოფილიყო აშშ-ის მიწიდან 2011 წლის შემდეგ.

ოფიციალური პირები ამინდის ცვლილებას ადევნებდნენ თვალს, რადგან სქელი ღრუბლის გამოჩენას, წვიმისა და ჭექა-ქუხილის დაწყებას ელოდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებს კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით გაამგზავრებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics