|
2020-05-27 14:56:00, 1035 ნახვა
კომენტარი
კახიძე გახარიას - საპენსიო ფონდში დაგროვილ ფულს, რომელიც შავი დღისთვის იყო გადანახული, მოქალაქეებს რატომ არ უბრუნებთ?
ფულს, რომელიც წაართვით მოქალაქეებს და უთხარით, რომ შავი დღისთვის იყო გადანახული, რატომ არ უბრუნებთ?, - საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს საპენსიო ფონდში დაგროვილი საკუთარი თანხა. „ჩემი კითხვა ეხება მოსახლეობის დანაზოგს, რომელიც მთავრობის ინიციატივით არის დაგროვილი მთავრობის საპენსიო ფონდში და დღვანდელი ძალიან მძიმე ვითარების მიუხედავად, თქვენ არცერთ გამოსვლაში არ გიხსენებიათ განიხილება თუ არა აღნიშნული თანხის მოსახლეობისთვის დაბრუნება. 2019 წლიდან მოყოლებული, გადასახადის სახით, თქვენ საქართველოს დასაქმებულ მოქალაქეებს და ასევე მათ დამსაქმებლებს, იძულების წესით, ართმევთ თანხას და აგროვებინებთ საპენსიო ფონდში. დღეის მონაცემებით, აღნიშნულ ფონდში არის დაგროვილი 772 მილიონი ლარი, ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფული. მაგალითად, 1500 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანს აღნიშნულ ფონდში უკვე დაგროვილი აქვს მინიმუმ 980 ლარი, რომელსაც თქვენ მათ არ უბრუნებთ. ამის გარდა, ფონდში თანხა გადარიცხული აქვს ბიზნესსაც, რომელსაც ასევე უდიდეს შეღავათს მისცემდა ამ ფულის მათთვის უკან დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ამ სქემით მოსახლეობას ეს ფული უკვე გაუფასურდა. მაგალითად, 980 ლარი შარშან მაისში იყო 350 დოლარი, ხოლო ახლა არის 300 დოლარი. მაგრამ ამ ფულს რატომ არ უბრუნებთ, ბატონო გიორგი? ფულს, რომელიც წაართვით, უთხარით რომ შავი დღისთვის იყო გადანახული და დღეს, როცა ყველაზე მეტად უჭირთ და სჭირდებათ, მაინც არ უბრუნებთ, რატომ?“ , - განაცხადა ოთარ კახიძემ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)